სამუშაო შეხვედრები უნარების სააგენტოში

როფესიული უნარების სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)-ის ორგანიზებით, სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაზიარების მიზნით, სამუშაო შეხვედრები ჩატარდა შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა. მათ მცირე ჯგუფებში, დისკუსიის რეჟიმში, განიხილეს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და იმსჯელეს სარგებლის შესახებ, რომელიც პროცესში ჩართვის შედეგად, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს ექნება  შეხვედრების ბოლოს ჯგუფებმა ჩაატარეს მოკლე პრეზენტაციები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრეს შეხვედრებზე მონაწილეობდნენ ინტერბიზნესის აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, ლიკა ბინიაშვილი და ხარისხის მართვის სამსახურის სპეციალისტი, სოფიო კაკაურიძე.

2022-12-26