ლიბერთი ბანკი - ჩვენი ახალი პარტნიორი

წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სს „ლიბერტი ბანკთან“. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის გრძელვადიანი ხელშეკრულება “საფინანსო სერვისების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის „ლიბერტი ბანკში“ განხორციელებაზე. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს პროგრამის კურსდამთავრებულთა ბანკში არსებულ ვაკანსიებზე დასაქმებას .სს „ლიბერთი ბანკი“ წარმოადგენს სიდიდით მესამე სისტემური ბანკს, რომლის აქტივები შეადგენს 3 მილიარდ ლარს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით. ინტერბიზნესის აკადემია უწყვეტად აგრძელებს ზრუნვას საკუთარი სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე.

2022-11-14