შეხვედრა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში

10 აგვისტოს, გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული სტანდარტული შეთანხმების წერილის საფუძველზე, მიმდინარე პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და პროცედურებისდანერგვა და მასში ევროპული ხარისხის ინდიკატორების ინტეგრირება. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ და ავტორიზაციის ახალი სტანდარტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ და გაეროს განვითარების პროექტის მენეჯერმა ელენე ცხაკაიამ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს თემატური პრეზენტაციები, რომლებიც შეეხებოდა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის შედეგებს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში დაგეგმილ ცვლილებებს და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და რეკომენდაციებს. ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტებით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებების პრაქტიკული შედეგები. შეხვედრაზე პრეზენტაციაავტორიზაციის ახალი სტანდარტებით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებების პრაქტიკული შედეგებიწარმოადგინა ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორმა ინგა მანაშერიძემ. ქალბატონმა ინგამ ისაუბრა ავტორიზაციის ახალი სტანდარტების იმ სიკეთეებზე, რომელიც გამოიკვეთა ინტერბიზნესის აკადემიის ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერვგის შემდგომ პერიოდშისკოლამდელი აღზრდისპროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების დავებტექნოლოგიებისპროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის ადმინისტრაციული წარემოების განხორციელების დროს. ასევე ისაუბრა საგანმანათლებლო პროგრამის დამატების განაცხადის ფორმასთან დაკავშირებით და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა მოსაზრება ავტორიზაციის მე-2 სტანდარტთან მიმართებით. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის 2022-08-12