შეხვედრა გამოცდილების გაზიარების მიზნით

 
ინტერბიზნესის აკადემიამ "საექთნო საქმის" პროფესიული პროგრამის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩაატარა დისტანციური შეხვედრა მარნეულის კოლეჯის, ბათუმის საზოგადოოებრივი აკადემიის (BPA) და ბათუმის სამედიცინო აკადემიის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე აკადემიის დირექტორმა ინგა მანაშერიძემ, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა ნაზი წიბლიაშვილმა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა ლიანა ბინიაშვილმა, დეტალურად ისაუბრეს "საექთნო საქმის" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელ ტესტებზე, გამოცდის ორგანიზების და ჩატარების ნიუანსებზე. კოლეჯების წარმომადგენლებმა პასუხი მიიღეს მათთვის ყველა საინტერესო კითხვებზე. შეხვედრამ საინტერესო და საქმიან ვითარებაში ჩაიარა.

2022-07-25