სტუმრის დღე

19 მარტს ინტრებიზნესის აკადემიის ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკარი მაია ჯანგიძე) ეგიდით მოეწყო ონლაინ შეხვედრა პოეტ, მწერალსა და მკვლევარ გივი ჩიღვინაძესთან. სტუმარმა წაიკითხა საკუთარი ლექსები, ისაუბრა განვლილ შემოქმედებით გზაზე, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ კვლევებსა, სამომავლო გეგმებზე და განათლების სისტემაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. მსმენელთა შეფასებით შეხვედრა საინტერსო გამოვიდა. ბიბლიოთეკა გეგმავს შეხვედრების ციკლს „სტუმარი“, რომელიც ითვალისწინებს აკადემიის სტუდენტთათვის სახვადასხვა პროფესიაში წარმატებული ადამიანების გაცნობას.

2022-03-22