პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2022 წლის 11 თებერვლის N 136508 გადაწყვეტილებით, შპს ინტერბიზნესის აკადემიას გარდა იმ პროგრამებისა, რომლებსაც უკვე წარმატებით ახორციელებს, მიენიჭა უფლება დამატებით განახორციელოს „სკოლამდელი აღზრდის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. ხოლო იმავე საბჭოს N 136509 გადაწყვეტილებით, „ვებტექნოლოგიების“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაეზარდა პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა და განესაზღვრა 24-ით. ვულოცავთ აკადემიის ადმინისტრაციას, სასწავლო პერსონალს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ავტორიზაციის პროცესში, ამ კიდევ ერთ დიდ წარმატებას!
2022-02-16