პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

 საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებში დაიწყო რეგისტრაცია პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის. აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი არჩევენი 100-ზე მეტი პროფესიული პროგრამიდან გააკეთონ და  რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე გაიარონ. მომავალ სასწავლო წელს შპს ინტერბიზნესის აკადემია აპლიკანტებს 8 პროგრამას სთავაზობს, ესენია: ფარმაცია (სააფთიაქო), საექთნო საქმე, ბუღალტრული აღრიცხვა, ვებტექნოლოგიები, საოფისე საქმე, საფინანსო სერვისები, ინფორმაციის ტექნოლოგია, ღონისძიების ორგანიზება. ფარმაციის (სააფთიაქო), საექთნო საქმის და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამებზე აპლიკანტები ეროვნული ტესტირების შედეგად ჩაირიცხებიან, ხოლო დანარჩენ ხუთ პროგრამაზე სწავლის მსურველებთან დაწესებულებაში მოხდება შესარჩევი  გასაუბრება. აღსანიშნავია, რომ ოთხ პროფესიულ პროგრამას: ფარმაცია (სააფთიაქო), საექთნო საქმე, ვებტენოლოგიები და ინფორმაციის ტექნოლოგია, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

 

2021-07-12