პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

12 ივლისიდან  20 აგვისტოს ჩათვლით იწყება რეგისტრაცია  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე,  რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.  წელს პირველად, ერთიანი მიღების ფარგლებში შესაძლებელი ჩარიცხვა არა მხოლოდ საჯარო, არამედ ყველა კერძო დაწესებულებაში, ასზე მეტი დასახელების პროგრამაზე  ერთიანი მიღების ფარგლებში, საერთო პლატფორმის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა მხოლოდ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს მოუწევთ. რაც შეეხება სხვა პროგრამებზე მიღებას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის დამსაქმებლებთან ერთად, თავად უზრუნველყოფენ სტუდენტთა შერჩევის პროცესის ორგანიზებას.

2021-07-09