მასწავლებელთა მესამე ეროვნული კონფერენცია

2021 წლის 20 ივნისს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, დისტანციურ რეჟიმში ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით, ჩატარდა  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ მასწავლებელთა კონფერენცია თემაზე: პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლება და შეფასება; კონფერენციაზე თემები წარადგინეს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი 18 კოლჯის    წარმომადგენელმა, მათ შორის ინტერბიზნესის აკადემიის სამმა პროფესიული მასწავლებელმა. დამოუკიდებელი და კომპეტენტურ ჟიურის გამარჯვებულები უნდა გამოევლინა 6  ნომინაციში: ყველაზე ორიგინალური სწავლება; ყველაზე ინტერაქტიული სწავლება; ყველაზე მაღალტექნოლოგიური სწავლება; ყველაზე ორიგინალური შეფასება; ყველაზე ინტერაქტიული შეფასება;  ყველაზე მაღალტექნოლოგიური შეფასება. ნომინაციაში „ყველაზე ორიგინალური სწავლება“ თემით: „შემოქმედებითი უნარების  განვითარება ენის დაუფლების პროცესში“ გამარჯვებული გახდა სოფიო კაკაურიძე, ინტერბიზნესის აკადემიის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიული მასწავლებელი. კონფერენციის მონაწილეთა თემების თეზისები გამოქვეყნდება ელექტრონული ბროშურის სახით.

 

2021-06-21