სამუშაო შეხვედრა

20 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით შედგა შეხვედრა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს საავტორიზაციო ან მონიტორინგის ვიზიტების დროს გამოვლენილი ტიპური ხარვეზები. პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა პრაქტიკული ხასიათის რჩევები და რეკომენდაციები მიაწოდეს შეხვედის დამსწრეებს და ასევე მიეწოდათ ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ ინტერბიზნესის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრის ნაზი წიბლიაშვილი და რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი თამარ კანდელაკი.

2017-03-22