პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ნაღდი ანგარიშსწორების ოპერაციების განხორციელება - თანხის მიღება, გაცემა, კონვერტაცია, საეჭვო ფულისა და დაზიანებული კუპიურების გამოვლენა, ფულის ნიშნების ნამდვილობის დადგენის საშუალებები. სალარო ოპერაციების განხორციელება- გახსნის პროცედურა, სალაროს ნაშთის კონტროლი, სალაროს ნაშთის გამოყვანა, ბანკნოტებისა და მონეტების ფორმირებისა და შეფუთვის წესი, სალაროს დახურვის პროცედურა, რითაც შიძენს დასაქმებისათვის ისეთ საჭირო ცოდნას და უნარებს.
პროგრამის მოკლე აღწერა: სასერთიფიკატო პროგრამაზე სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკის საბაზო ან/და სრული განათლების მქონე პირს, რომელსაც შესრულებული აქვს 17 წელი და სურს შეისწავლოს სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული საკითხები, რომელსაც გამოიყენებს საფინანსო ორგანიზაციებში, კომერციული ორგანიზაციებში და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში მოლარედ დასაქმებისას, მათ შორის - ბილეთების გაყიდვების სალაროებში ან/და საკუთარი ბიზნესისათვის.
პროგრამის მოცულობაა 120 სთ
პროფესიული მომზადების ფარგლებში მიღწეული შედეგის დადასტურების შემდეგ მსმენელი მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართით.
სწავლის შედეგები (რომელიც აღინიშნება ცოდნით ან/და უნარით ან/და კომპეტენციით)
სხვადასხვა ემისიის ეროვნული და უცხოური ვალუტის ბანკნოტების, მათი ნამდვილობის დადგენის საშუალებებისა და მეთოდების დახასიათება;
ნაღდი ანგარიშსწორების ოპერაციების (თანხის მიღება/გაცემა) განხორციელება;
სალაროს პროცედურები, სალაროს გახსნა და დახურვა;
სალაროს ნაშთის კონტროლი და ინკასაციის განხორციელება;