2 მარტს ინტერბიზნესის აკადემიაში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ აკადემიის სტუდენტი-დედები, რომლებიც დედობის ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან მოვალეობას წარმატებით უთავსებენ სწავლას. ღონისძიებაზე გამომსვლელმა სტუდენტმა-დედებმა ისაუბრეს მათი გამართლებული არჩევანის და მოლოდინების შესახებ ინტერბიზნესის აკადემიასთან დაკავშირებით, საუკეთესო პედაგოგიურ კოლექტივზე და ადმინისტრაციაზე. ნანა კიბაბიძემ, ნათია ლიპარტელიანმა და ნინო აბრამიშვლმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები, რითაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. ღონისძიების ორგანიზატორმა და სულისჩამდგმელმა, სასწავლო პროცესის მართვის სამსხურის სპეციალისტმა თეონა ცალუღელაშვილმა მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა დირექტორს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ეკრანზე ჩართო მათი შვილების მილოცვები, რამაც მოულოდნელობისაგან და სიხარულისაგან ცრემლების გარეშე არ ჩაიარა. შეხვედრაზე გაჟღერდა უამრავი გულწრფელი, თბილი სიტყვა აკადემიის დირექტორის, ადმინისტრაციის, პედაგოგიური პერსონალის და კონკრეტული პედაგოგების მიმართ. შეხვედრის დადასრულს, ღინისძიების მონაწილე სტუდენტ-დედებს გადეცათ სიმბოლური საჩუქრები.
2023-03-02