სტუმრის დღე: პარტნიორები ინტერბიზნესის აკადემიაში

24 თებერვალს ინტერბიზნესის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ შპს პსპ-ფარმას წარმომადგენლები ეკა ყიფშიძე-პერსონალის შერჩევისა და რეკრუტინგის განყოფილების უფროსი, ნათია დოლიძე და ქეთევან ყენია-პერსონალის შერჩევისა და რეკრუტინგის განყოფილების სპეციალისტები. პსპ ფარმა 2018 წლიდან აქტიურად და წარმატებით თანამშრომლობს აკადემიასთან და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმების მიმართულებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის დირექტორი ინგა მანაშერიძე, ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ნატა ჩხაიძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები. სტუმრებმა ისაუბრეს პსპ ფარმას შექმნის ისტორიაზე, კომპანიაში დასაქმებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე. ასევე გააცნეს სიახლე სპეციალურად სტუდენტებზე მორგებულ დასაქმების პირობებზე, რომელიც გულისხმობს სახელფასო ანაზღაურების და საათობრივ დატვირთვს გრაფიკს, რაც საშუალებას მისცემს მათ სწავლისაგან მოუწყველად სამუშაო ადგლზე განამტკიცონ აკადემიაში მიღებული თეორიული ცოდნა და უნარ-ჩვევები. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიურ რეჟიმში, სტუდენტება ამომწურავი პასუხი მიიღეს ყველა მათ მიერ დასმულ საინტერესო კითხვებზე.
სტუმრებმა სამახოვრო ჩანაწერი გააკეთეს შთაბეჭდილებათა წიგნში და მადლობა გადაუხადეს ინტერბიზნესის აკადემიას კომპანიასთან ნაყოფიერი, მჭიდრო თანამშრომლობისათვის და სტუდენტებზე ზრუნვისათვის მათ სწავლა-დასაქმებაში აქტიურობისა და ჩართულობისათვის.
დასასრულს, სტუმრებმა საჩუქრები გადასცეს სტუდენტებს და გაათამაშეს განსაკუთრებული ოთხი პრიზი, ასევე საჩუქრები მიიღეს აკადემიისაგანაც. შეხვედრამ საქმიან და გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.

2023-02-27