მმართველობითი და საინფორმაციო დოკუმენტების მომზადება

პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს მმართველობითი  და საინფორმაციო დოკუმენტების მომზადება, რითაც განუვითარდება დასაქმებისათვის ისეთი საჭირო უნარები, რომელსაც გამოიყენებს  კერძო და საჯარო დაწესებულებაში.

პროგრამის მოკლე აღწერა: სასერთიფიკატო პროგრამაზე სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკის სრული განათლების მქონე პირს. პროგრამის მიზანია ისეთი სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს შეასრულოს ადმინისტრაციულ დამხმარე პერსონალის ფუნქციები და უზრუნველყოს დაწესებულებისთვის  ბრძანების, განკარგულების, ოქმის, აქტის, მინდობილობის და სხვა პროექტების მომზადება. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელი შესაძლოა დასაქმდეს კერძო და საჯარო დაწესებულებაში.

პროგრამის მოცულობაა 120 სთ.

სწავლის შედეგები (რომელიც აღინიშნება ცოდნით ან/და  უნარით ან/და კომპეტენციით)

დოკუმენტების გაფორმებისადმი დადგენილი მოთხოვნების (აუცილებელი და დამატებითი რეკვიზიტების) იდენტიფიცირება და დოკუმენტების ბლანკების შედგენა;

საინფორმაციო-საცნობარო დოკუმენტების შედგენა

მმართველობითი  (საორგანიზაციო) დოკუმენტების  პროექტების მომზადება.

პროფესიული მომზადების ფარგლებში მიღწეული შედეგის დადასტურების შემდეგ მსმენელი მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართით.