პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა და მარტივი ბუღალტრული ოპერაციების განხორციელება.
პროგრამის მოკლე აღწერა: სასერთიფიკატო პროგრამაზე სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკის სრული განათლების მქონე პირს. პროგრამის მიზანია ისეთი სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამაში მუშაობას და მარტივი ბუღალტრული ოპერაციების განხორციელებას. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელი შესაძლოა დასაქმდეს კერძო და საჯარო დაწესებულებაში, შესაძლებელია თვითდასაქმებაც და საკუთარი ბიზნესის წარმოება.
პროგრამის მოცულობაა 120 სთ
პროფესიული მომზადების ფარგლებში მიღწეული შედეგის დადასტურების შემდეგ მსმენელი მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართით.
სწავლის შედეგები (რომელიც აღინიშნება ცოდნით ან/და უნარით ან/და კომპეტენციით)
ძირითადი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები და ბუღალტრული დოკუმენტბრუნვის ორგანიზება;
პირველადი დოკუმენტების მონაცემების შეტანა კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამაში;
კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამაში მონაცემების რედაქტირება და მონაცემების შენახვა.