პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2023 წლის 11 იანვრის N 12581 და N 12583 გადაწყვეტილებებით, შპს ინტერბიზნესის აკადემიას "ვებტექნოლოგიების" და "სკოლამდელი აღზრდის" პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გაეზარდა პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა და შესაბამისად განისაზღვრა 32 და 90-ით. 2023 წელს აღნიშნულ პროგრამებზე აკადემია მიღებას განახორციელებს გაზრდილი კვოტოთ.
2023-01-13