1992 - დაფუძნდა შპს კომპანია "ინტერბიზნესი", დამფუძნებლები: მიხეილ მანაშერიძე, ინგა მანაშერიძე.
1992 - დაარსდა შპს კომპანია "ინტერბიზნესის" მრავალპრ ოფილიანი სამედიცინო სასწავლებელი.
1995 - დაიწყო თანამშრომლობა იერუსალიმის უნივერსიტეტთან არსებულ ასაფ ჰაროფეს სამედიცინო ცენტრის საფერშლო სკოლასთან.
1995 - დაარსდა შპს კომპანია "ინტერბიზნესის" ხელოვნებისა და შოუბიზნესის აკადემია.
1997 - დაიწყო თანამშრომლობა გერმანიის ქ. ჰანოვერის ყბა-სახის სამკურნალო სამედიცინო უმაღლეს სკოლასთან
1997 - გაიხსნა შპს კომპანია "ინტერბიზნესის" საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა-ბაზა. ლიცენზია ოებ № 00659.
2000 - საქართველოს განათლების სამინისტროს 2000 წლის 22 მაისის №01–17– 08/80 8 ლიცენზიით ფუნციონირება დაიწყო შპს კომპანია "ინტერბიზნესის" სტომატოლოგიის ინსტიტუტმა ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამით სტომატოლოგიის სპეციალობით.
2003 - შპს კომპანია "ინტერბიზნესის" სტომატოლოგის ინსტიტუტისა და მრავალპროფილიან სამედიცინო სასწავლებელს მიენიჭა საქართველო-ისრაელის თვალსაჩინო მწერლის, ლიტერატორისა და მთარგმნელის, თამარ მამისთვალოვ- კეზერაშვილის სახელი და წარჩინებული სტუდენტებისათვის დაარსდა მისივე სახელობის სავალუტო სტიპენდია.
2004 - უმაღლესი სასწავლებელი გადავიდა სწავლების ევროპულ სტანდარტებზე.
2005 - უმაღლესი სასწავლებელს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია №2–19207.
2007 - უმაღლესი სასწავლებელი სასწავლო პროცესს ახორციელებს ევროპული სტანდარტების საკუთარ შენობაში.
2008 - უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს "ინტერბიზნესის აკადემიის" სახელწოდებით.
2011 - დაიწყო თანამშრომლობა არიელის (ისრაელი) უნივერსიტეტთან.
2012 - "ინტერბიზნესის აკადემიას" 5 წლის ვადით მიენიჭა პროფესიული სადანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (საზოგადოებრივი კოლეჯი).
2012 - მიენიჭა უფლებამოსილება დამატებით განახორციელოს ინფორმაციული ტექნოლოგის, ღონისძიებათა მომწყობის და ექთნის თანაშემწის მე-3 საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
2012 - სასწავლებელმა გაიარა პროგრამული აკრედიტაცია
2013 - "ინტერბიზნესის აკადემია" საქართველოს კერძო კოლეჯების ასიციაციის დამფუძნებელი პარტნიორია.
2013 - სასწავლებელმა გაიარა პროგრამული აკრედიტაცია
2013 - დაიდო ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება არიელის უნივერსიტეტსა (ისრაელი) და შპს "ინტერბიზნესის აკადემიას" შორის ერთობრივ საბაკალავრო პროგრამების "ბიზნესის ადმინისტრირება" და "ინფორმატიკა" განხორციელებაზე.
2014 - მიენიჭა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტატუსი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 20 ნოემბრის #28 გადაწყვეტილებით.
2015 წლიდან ახორციელებს "სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას".
2016 - მიენიჭა ბრენდირების 5 ვარსკვლავი.
2016 - მიენიჭა საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური სამსახურის სააგენტოს საუკეთესო პარტნიორის ტიტული "განსაკუთრებული თანამშრომლობის და დასაქმების ხელშეწყობისათვის გაწეული ღვაწლისათვის, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ხელშეწყობისათვის".
2017 - მიენიჭა ბრენდირების 5 ვარსკვლავი.
2018 - მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (საზოგადოებრივი კოლეჯი). პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის 08 მაისის #79 გადაწყვეტილებით.